суббота, 30 июня 2018 г.

მეშვიდე დღის რეფლექსია

კურსის მონაწილეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები - მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, განვიხილეთ და ტრენერისგან მივიღთ საინტერესო შენიშნვნები.  შემდეგ გავეცანით მე-5 მოდულს - მოსწავლეთა პროექტების შეფასება, გავიაზრეთ პროექტის მსვლელობისას რას შევაფასებთ. ტრენერმა გაგვაცნო შეფასების ნიმუშები, რის მიხედვითაც შევარჩიეთ შეფასების ფორმები. გავიაზრეთ საშინაო დავალება.
ძლიერი მხარე: შეფასების სტრატეგიების სიღრმისეული გაგება.

воскресенье, 24 июня 2018 г.

მეექვსე დღის რეფლექსია

საინტერესო ტრენინგების დღეს კიდევ ერთი დღე დაემატა, გავიმეორეთ ბლოგზე ნასწავლი მასალა, ვიმუშავეთ პროექტზე ინდივიდუალურად და ჩამოვწერეთ პროექტის აქტივობები მოსწავლეთა თითოეული ჯგუფისათვის. შემდეგ დავწყვილდით და ერთმანეთს გავაცანით შემუშავებული აქტივობები,  მივიღეთ რეკომენდაციები. ტრენერმა გაგვაცნო სხვადასხვა ნიმუში მოსწავლის სავარაუდო ნამუშევრების. რის მიხედვითაც მოვირგეთ მოსწავლის როლი და შევასრულეთ ერთი ჯგუფის მიერ შესასრულებელი აქტივობები. 
ვთვლი, რომ საკმაოდ ძლიერი და ბევრისმომცემი ტრენინგი იყო. 

суббота, 23 июня 2018 г.

მეხუთე დღის რეფლექსია

საკმაოდ საინტერესო დღე იყო. ტრენინგი დავიწყეთ გამეორებით, გავიხსენეთ რა ვისწავლეთ; დავწყვილდით, წყვილებში განვიხილეთ პრეზენტაციები და გავაკეთეთ უკუკავშირი, ვისწავლეთ პრეზენტაციის ფაილში კომენტარების გაკეთბა, დავარედაქტირეთ პრეზენტაციები, ვისწავლეთ პრეზენტაციაში დოკუმენტის ჩასმა, ბლოგზე ფეიჯების შექმნა, სურათებისა და ლინკების დადება,  ბლოგზე ფონის შეცვლა. გავეცანით საავტორო უფლებებს.

ძლიერი მხარე იყო პრეზენტაციებსა და ბლოგზე მუშაობა.

воскресенье, 17 июня 2018 г.

მეოთხე დღის რეფლექსია


დღეს საკმაოდ პროდუქტიული დღე იყო, გავიმეორეთ წინა ტრენინგზე განხილული თემები; მიმართულების მიმცემი საკვანძო კითვების სწორად ჩამოყალიბების მიზნით, გავეცანით და განვიხილეთ სხვადასხვა მასალები: რჩევები მიმართულების მიმცემი საკვანძო კითვების შესამუშავებლად; მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შედგენა ზოგადი კითვები  პროექტის იდეებზე; სასწავლო პროექტის გეგმის ჩეკლისტი და ..  ამ მასალების გათვალისწინებით  ჩვენს მიერ მოფიქრებული კითხვები  დავარედაქტირეთ და განვიხილეთ ტრენინგზე. ტრენერისგან მივიღთ საინტერესო რეკომენდაციები. ასევე განვიხილეთ მე-2 მოდულის მე-3 აქტივობა - შეფასების ფორმები და მისი სტრატეგიები. გავეცანით წინარე ცოდნის შესაფასებელ აქტივობებს. შევიმუშავეთ აქტივობები, რომლის მიხედვითაც შევაფასებთ მოსწავლის წინარე ცოდნას. გავეცანით პროექტის პრეზენტაციის შაბლონს, გადავიტანეთ ჩვენს საქაღალდეში და გავარკვიეთ, როგორ შევავსოთ. გავიაზრეთ საშინაო დავალებები.
ვთვლი, რომ ყველა მხარე იყო ძლიერი, სუსტი მხარე არ გამოვლენილა.

суббота, 16 июня 2018 г.

მესამე დღის რეფლექსია

დღეს გავიმეორეთ წინა ტრენინგზე ნასწავლი მასალა, გავეცანით კოლეგების შექმნილ ბუკლკეტებს. ვიმუშავეთ საქაღალდეზე - პროექტის გეგმა, გავეცანით სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონს და შევავსეთ  მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებამდე.  გავეცანით, როგორ მოვარგო სტანდარტი პროექტს, ასევე სასწავლო მიზნების შემუშავების წესს,  მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების პრეზენტაციას, კითხვების მაგალითებს.
ვთვლი, რომ  ძლიერი მხარე იყო სასწავლო გეგმის მიზნის შემუშავება და მიმართულების მიმცემი კითვების ფორმულირება. 

воскресенье, 10 июня 2018 г.

მეორე დღის რეფლექსია

გავიმეორეთ წინა დღის მასალა, გავეცანით პუბლიკაციის მომზადებას პროექტებით სწავლების თემაზე, ვისწავლეთ როგორ დავამზადოთ ბუკლეტები,  ვნახეთ  ნიმუშები, ასევე გავეცანი როგორ დავგეგმო ჩემი პროექტი. ინტერნეტიდან გადმოვწერეთ ფოტოები და შევინახე პორთფოლიოში.
საკმაოდ ნაყოფიერი დღე იყო, ეს მასალები გამომადგება პროექტის თემის შერჩევასა და დაგეგმვაში.

პირველი დღის რეფლექსია

      დღეს გავეცანი ტრენინგის - "პროექტზე დაფუძნებული სწავლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირება", მიზნებსა და ამოცანებს, ასევე ტრენინგზე გამოსაყენებელ რესურსებს, შევქმენი ჩემი პორტფოლიო, ჯგუფებმა განვიხილეთ განხორციელებული პროექტები და ა.შ. 
     ძლიერ მხარედ ვთვლი, რომ ტრენერის მიერ კარგად გადმოცემული ინფორმაცია  გავაანალიზე, გავიგე ტრენინგის აქტუალობა და მიზნები. ვფიქრობ, მიღებული ინფორმაცია გამომადგება ტრენინგის შემდეგი მოდულის წარმატებით გავლისათვის.

სსიპ ქალაქ რუსთავის N13 საჯარო სკოლის IIა კლასში განვახორციელე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა თემაზე "მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდა საკლა...