пятница, 5 июля 2019 г.

სსიპ ქალაქ რუსთავის N13 საჯარო სკოლის IIა კლასში განვახორციელე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა თემაზე "მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდა საკლასო აქტივობებში ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე IIა კლასში". რომელიც მასწავლებლის შეფასების ჯგუფმა შემიფასა დადებითად.

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა და რეფლექსია იხილეთ ბმულზე:
<iframe src="https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fpermalink.php%3Fstory_fbid%3D1232768803567436%26id%3D336317263212599&width=500" width="500" height="525" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowTransparency="true" allow="encrypted-media"></iframe>

суббота, 7 июля 2018 г.

მეცხრე დღე

დღეს წარმოვადგინეთ პროექტის მასალები და ტრენერისგან მივიღთ უკუკავშირი. ვისწავლეთ დრაივზე ფაილებისა და საქაღალდეების ატვირთვა, ასევე ვისწავლეთ  დრაივზე ატვირთული მასალის რედაქტირება და გაზიარება ბლოგზე.

ძალიან მიყვარს მარეხის ტრენინგები, ძლიერი მხარეებით დატვირთული და ბევრის მომცემია, პროექტებით სწავლება ისტ-რესურსების გამოყენებით შევისწავლე სრულყოფილად.

მადლობა, მარეხი, საინტერესო ტრენინგისთის!
გული მწყდება, რომ გემშიდობები :( 

воскресенье, 1 июля 2018 г.

მერვე დღე

ტრენინგი დავიწყეთ შეფასების ფორმების გადახედვით, ვიმუშავეთ შაბლონებზე - მასწავლებელი ხარაჩოს მიმწოდებელი; შევქმენით პრეზენტაციის ხარაჩო. გავეცანით დიფერენცირებულ დავალებებს;  გავიაზრე მასწავლებელმა, როგორც ფასილიტატორმა რა დავალებები უნდა შევთავაზო მოსწავლეებს; გავეცანით ფასილიტაციის ნიმუშებს, მოსწავლის მხარდამჭერ შაბლონებსა და ფორმებს.
ძლიერი მხარე: ფასილიტაცია, დიფერენცირებული დავალებები, მასწავლებელი  სკაფოლდინგის მიმწოდებელი.

суббота, 30 июня 2018 г.

მეშვიდე დღის რეფლექსია

კურსის მონაწილეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები - მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, განვიხილეთ და ტრენერისგან მივიღთ საინტერესო შენიშნვნები.  შემდეგ გავეცანით მე-5 მოდულს - მოსწავლეთა პროექტების შეფასება, გავიაზრეთ პროექტის მსვლელობისას რას შევაფასებთ. ტრენერმა გაგვაცნო შეფასების ნიმუშები, რის მიხედვითაც შევარჩიეთ შეფასების ფორმები. გავიაზრეთ საშინაო დავალება.
ძლიერი მხარე: შეფასების სტრატეგიების სიღრმისეული გაგება.

воскресенье, 24 июня 2018 г.

მეექვსე დღის რეფლექსია

საინტერესო ტრენინგების დღეს კიდევ ერთი დღე დაემატა, გავიმეორეთ ბლოგზე ნასწავლი მასალა, ვიმუშავეთ პროექტზე ინდივიდუალურად და ჩამოვწერეთ პროექტის აქტივობები მოსწავლეთა თითოეული ჯგუფისათვის. შემდეგ დავწყვილდით და ერთმანეთს გავაცანით შემუშავებული აქტივობები,  მივიღეთ რეკომენდაციები. ტრენერმა გაგვაცნო სხვადასხვა ნიმუში მოსწავლის სავარაუდო ნამუშევრების. რის მიხედვითაც მოვირგეთ მოსწავლის როლი და შევასრულეთ ერთი ჯგუფის მიერ შესასრულებელი აქტივობები. 
ვთვლი, რომ საკმაოდ ძლიერი და ბევრისმომცემი ტრენინგი იყო. 

суббота, 23 июня 2018 г.

მეხუთე დღის რეფლექსია

საკმაოდ საინტერესო დღე იყო. ტრენინგი დავიწყეთ გამეორებით, გავიხსენეთ რა ვისწავლეთ; დავწყვილდით, წყვილებში განვიხილეთ პრეზენტაციები და გავაკეთეთ უკუკავშირი, ვისწავლეთ პრეზენტაციის ფაილში კომენტარების გაკეთბა, დავარედაქტირეთ პრეზენტაციები, ვისწავლეთ პრეზენტაციაში დოკუმენტის ჩასმა, ბლოგზე ფეიჯების შექმნა, სურათებისა და ლინკების დადება,  ბლოგზე ფონის შეცვლა. გავეცანით საავტორო უფლებებს.

ძლიერი მხარე იყო პრეზენტაციებსა და ბლოგზე მუშაობა.

სსიპ ქალაქ რუსთავის N13 საჯარო სკოლის IIა კლასში განვახორციელე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა თემაზე "მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდა საკლა...